პროექტის შესახებ

 

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ის არ გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ჯანსაღი საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ესენია:

• ხილი

• ბოსტნეული

• მარცვლეული, მათ შორის პურეული

• თხილეული

• ხორცი

• თევზეული

• რძის ნაწარმი

ჯანსაღი კვება


რატომაა მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე?

ჯანსაღი კვება, უკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტია.

პროდუქტიულობა

თქვენ ტვინს სჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღი კვების პირობებში თქვენ უფრო პროდუქტიული ხართ.

ბედნიერება

კვლევები ადასტურებენ , რომ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი (მაგ. ხილი და შავი შოკოლადი) ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაში, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

წონის კონტროლი

კალორიების მიღება ყოველდღიურად, რომლებსაც პრაქტიკულად ვერ დავხარჯავთ, წონაში მატებას იწვევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად დაგაკლებინებთ წონაში, ხოლო რეგულარულად ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ამ მხრივ რუხი პურის მიღებაა რეკომინდირებული, რომელშიც მეტია ბოჭკოვანი უჯრედისი.


გემო

მცდარია მოსაზრება, რომ არაჯანსაღი საკვები უფრო გემრიელია, ვიდრე ჯანსაღი. ეს საკითხისადმი ძალიან სუბიექტური მიდგომაა, რადგან გემოვნება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის საოცარი უნარი. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზედმეტ დანამატებს, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა დროში ჯანსაღი საკვების გემოვნური.


ეს 5 პრაქტიკული რჩევა გაგიმარტივებთ ჯანსაღ კვებას ზაფხულის დასვენების დროს:


    გონივრული ულუფები


ეს ერთ-ერთი ჯადოსნური რჩევაა ბალანსისთვის. შეგიძლიათ საერთოდ არ თქვათ უარი ახალი, გემრიელი და ნოყიერი კერძების თუ დესერტების გასინჯვაზე. უბრალოდ მთავარია რაოდენობა გაითვალისწინოთ, ხოლო  თუ კერძს საყვარელ ადამიანს გაუზიარებთ, ეს გონივრული ულუფების კონტროლის ყველაზე მარტივი გზაა. ნუ შეუკვეთავთ დიდი რაოდენობით საკვებს თავიდანვე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ შეძლებთ მათ მირთმევას. ეს მიდგომა თქვენს ორგანიზმზე და ზოგადად გარემოზეც დადებითად აისახება.



    სეზონური პროდუქტების ძალა 


საქართველო ზაფხულში განთქმულია ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის ფართო არჩევანით. გარდა იმისა, რომ ამ სეზონის ხილი და ბოსტნეული არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევა, ასევე უჯრედისის და უამრავი მიკროელემენტის, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მათი მირთმევა სხვადასხვა ფორმით შეგვიძლია, როგორც ცოცხალი სახით სალათებში თუ წასახემსებლად, ასევე დამუშავებული სახით სხვადასხვა კერძებში. დასვენების დროს შეგვიძლია ბოსტნეულის და ხილის უპირატესობები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ყოველთვის დარწმუნდით, რომ სუფრას ამშვენებს დიდი, გემრიელი და ფერადი სალათა. თუ გარნირად კერძთან ბოსტნეულს მიირთმევთ, ამით თქვენს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებსაც მიაწოდებთ და ამავდროულად დიდი რაოდენობით კალორიებსაც დაზოგავთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ხილ-ბოსტნეულის  წყლის დიდი შემცველობით გამოირჩევა, რაც დაგეხმარებათ თავი დაიცვათ დეჰიდრატაციისგან. მაღალი წყლის  შემცველობით გამოირჩევა შემდეგი პროდუქტები: კიტრი, ნესვი, საზამთრო, ყაბაყი, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კენკრა..



No comments:

Post a Comment